Join Event !

ძიუდოს ფედერაცია ახორციელებს თავდაცვის კურსებს ქართველ და უკრაინელ ქალებსა და ახალგაზრდებში

ASB Georgia პარტნიორებთან ერთად: United Together (UT), SSK (საქართველოს სამარიელთა ასოციაცია) და ძიუდოს ფედერაცია ახორციელებს თავდაცვის კურსებს ქართველი და უკრაინელი ქალებისა და ახალგაზრდებისთვის. ამ ინიციატივის უპირველესი მიზანია გენდერული და ოჯახური ძალადობით გამოწვეული გადაუდებელი გამოწვევების მოგვარება და ასევე უკრაინელების ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. ძიუდოს კლასების საშუალებით ქალები და ახალგაზრდები იღებენ თავდაცვისა და დეესკალაციის აუცილებელ უნარებს, ხდებიან უფრო თავდაჯერებულები. ამ სესიებს ატარებენ პროფესიონალი ინსტრუქტორები, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე მორგებული თავდაცვის ტექნიკის სწავლებაში.

კლასები ფოკუსირებულია არა მხოლოდ ფიზიკურ ტექნიკაზე, არამედ ნდობის, თავდაჯერებულობისა და სიტუაციური ცნობიერების ჩამოყალიბებაზე. მონაწილეები სწავლობენ პოტენციური საფრთხეების ამოცნობას, დაპირისპირების დეესკალაციას და საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად გამოიყენონ ფიზიკური ტექნიკა. დეესკალაციის სესიები ასევე ხაზს უსვამს საზღვრების დადგენისა და ჯანსაღი ურთიერთობების ხელშეწყობის მნიშვნელობას.

თავდაცვის გაკვეთილები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში 2023 წლის ოქტომბერში დაიწყო. მეცადინეობა გაგრძელდება 18 თვის განმავლობაში. პროექტს აფინანსებს გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამსახური (GFFO).